„ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ“

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს. 
“ეს არის იურიდიული ძალის არმქონე ბათილი ხელშეკრულება და ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია, ამაზე შეთანხმებულია ცივილიზებული მსოფლიო, ამასთან, ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ”, – აცხადებს უსუფაშვილი.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს.  ე.წ. შეთანხმებას ხელს მოაწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი.
ე.წ. ხელშეკრულების  პროექტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ე.წ. ხელშეკრულების პროექტის თანახმად,  რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს.
შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით ფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები