თბილისის აეროპორტში 31 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის მიერ 600 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი. მოქალაქე 14 მარტს, საბაჟო -გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, რეისით სტამბოლი-თბილისი ჩამოფრინდა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 41 ცალი ბეჭედი, 7 ცალი სამაჯური, 4 ცალი გულსაკიდი, 19 წყვილი საყურე და 9 ცალი ყელსაბამი აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 31483,46 ლარი.