საბაჟოზე რუსეთის მოქალაქე დააჯარიმეს

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის გამო ფულადი ჯარიმა დაეკისრა. საბაჟო – გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ ავტობუსში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 4372,5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. სამსახურის ცნობით, ავტობუსს მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ.კ., რომელსაც, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 4372,5 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები