ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ორმოცდამეთორმეტე სხდომაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ – მინისტრის პრესსამსახური აქვეყნებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის მდგომარეობას და განსახორციელებელ ღონისძიებებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2015 წლის პირველი ორი თვის განხორციელების თაობაზე. სხდომაზე ასევე განიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის საკითხები. ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები