ახვლედიანი „ქართულ ოცნებას“ დაპირებას ახსენებს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი „ქართულ ოცნებას“ წინაასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.
როგორც ახვლედიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მის მიერვე მიცემული დაპირების შესრულებისთვის პოლიტიკური ნება გამოხატოს.
მანვე აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერაზე გაამახვილა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილს სხვა პარლამენტარების მსგავსად მხოლოდ ერთი ხმა აქვს, უმნიშვნელოვანესია მისი, როგორც პარლამენტის სპიკერის მხარდაჭერა და, შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული საქმის გამარჯვების წინაპირობაა.
„ხელისუფლებაში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხმალამოღებულებმა იბრძოლეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უსუფაშვილის ხელმოწერა და „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა ჩაითრევს ხელისუფლებას მოლაპარაკებების საერთო ფორმატში. უპირველეს ყოვლისა, ამაში უნდა ჩაერთოს პარტია „ქართული ოცნება“. ხელისუფლება ადეკვატური უნდა იყოს თავისივე დაპირების მიმართ. უნდა დავსხდეთ ერთად – ოპოზიცია, ხელისუფლება, ექსპერტები, არასამთავრობოები, შევიმუშავებთ ახალ საარჩევნო სისტემას. კენჭი ეყრება მას გაზაფხულზე, შემოდგომაზე და მომავალ არჩევნებს ახალი სისტემით შევხვდებით. ჩვენ მიერ შემუშავებულ მემორანდუმზე ხელი აქვს მოწერილი მთელ არასაპარლამენტო პოლიტიკურ სპექტრს, ყველა ქმედით არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტთა კლუბს, საპარლამენტო ოპოზიციას და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელების“ პოზიციასაც, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერა“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები