„იმის საშუალება, რომ თვითმფრინავები ავწიოთ და მოსკოვი დავბომბოთ, ჩვენ არ გვაქვს“

რუსეთი იარაღს აჟღარუნებს და ჩრდილოეთიც რაღაც ახალ შეტევას ამზადებს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. ბერძენიშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკა ჯერჯერობით ერთადერთი ეფექტიანი გზაა.
„იმის საშუალება, რომ თვითმფრინავები ავწიოთ და მოსკოვი დავბომბოთ, ჩვენ არ გვაქვს და რომც გვქონოდა ამის საშუალება, არა მგონია, ეს იყოს საუკეთესო გზა. საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკა ჯერჯერობით ერთადერთი ეფექტიანი გზაა. არავინ დედამიწის ზურგზე ამ ხელშეკრულებებს არ აღიარებს. რუსეთი იარაღს აჟღარუნებს და ჩრდილოეთიც რაღაც ახალ შეტევას ამზადებს. სამწუხაროდ, მსოფლიო დგას განსაცდელის წინაშე და ვერ აოკებენ აგრესორს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები