დეპუტატები ბადაშვილის პარლამენტში დაბარებასა და გვენეტაძის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის პარლამენტში დაბარების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება. პროკურორის დაბარების მოთხოვნით „თავისუფალი დემოკრატები“ გამოდიან. მათ კითხვები პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საკითხი ნამდვილად აქტუალურია, თუმცა რამდენად არის საჭირო ამის განხილვა საპარლამენტო სესიაზე, ამაზე არგუმენტებს მოისმენდა.
„თემა რეალურად აქტუალურია, მაგრამ რამდენად ასაბუთებენ „თავისუფალი დემოკრატები“ სასესიოდ ამ საკითხების განხილვას, ამას ალბათ წავიკითხავ და მოვუსმენ, მაგრამ ამ შემთხვევაში თემა რომ აქტუალურია და საზოგადოებას ამაზე პასუხები უნდა გაეცეს, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ სესიაზე რატომ უნდა მოხდეს ეს ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს მოვისმენ“, – განაცხადა კორძაიამ.
დღესვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, უმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
„რამდენადაც ვიცი, უმრავლესობაში ეს საკითხი მოგვარებულია. ვიცი, რომ არცერთი „ნაციონალი“ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები