სესიაშვილმა გაბაშვილს “სისხლიანი” ქუჩა შეახსენა – “არ დაგავიწყდეთ 21 მარტს რომელ ქუჩაზე უნდა გაიაროთ”!

საპარალამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის პირდაპირ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ირაკლი სესიაშვილმა, გადაცემა “არჩევანში” გოკა გაბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის დროს რუსთაველზე, ოპოზიციური პარტიების აქციის სისხლიანი დარბევის ფაქტები შეახსენა. “არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ქუჩაზე სისხლი გაქვთ დაღვრილი“, – ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი სესიაშვილმა გოკა გაბაშვილს.
სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ 21 მარტის აქციასაც შეეხო. „როდესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაკავებულები არიან, ეს ბუნებრივია, რადგან სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. სადაც, მიდიოდა უმსგავსოება, ბიზნესის დატერორება, ადამიანის უფლებების შელახვა, წამება და კიდევ უთვალავი, აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება, რაც ცივილიზაციური სახელმწიფოსთვის მიუღებელია, ეს ყველაფერი მოდიოდა ზემოდან იმიტომ, რომ ქვეყანას მართავდა პოლიტიკური მაფია. 5-6 კაცი, რომლებიც ზემოდან იტყოდნენ ვის ვინ უნდა მოეკლა, ვისი გვამი უნდა მოეტანა, რომელი ბიზნესმენი უნდა გაეწეწათ, მედია ხელში როგორ უნდოდა ჩაეგდოთ… არ დაგავიწყდეთ ბატონო გოგა, თქვენ, რომ 21 მარტს, გამოსვლას აპირებთ, რომელ ქუჩაზე უნდა გაიაროთ, არ დაგავიწყდეთ რომ იმ ქუჩაზე სისხლი გაქვთ დაღვრილი, ადამიანები გყავთ იქ ნაცემი, ნაწამები და იქ სისხლის გუბეები იდგა. ეს ყველაფერი არ დაგავიწყდეთ”, – მიმართა სესიაშვილმა გაბაშვილა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე 21 მარტს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები