რა ისწავლა ხელისუფლებამ “ნაციონალებისგან” – ირაკლი სესიაშვილის განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის ამაყობს, როცა ხელისუფლება ხალხის ობიექტურ კრიტიკაზე რეაგირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“წინა ხელისუფლებამ რაც კარგი გააკეთა ეს არის ის, რომ ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ, თუ როგორი ხელისუფლება არ უნდა ვიყოთ. ჩვენმა საზოგადოებამ კი ისწავლა, ის, თუ როგორ არ უნდა დაუთმოს ხელისუფლებას თუნდაც ერთი შეცდომა და მე ვამაყობ, როდესაც საზოგადოებისგან ვიღებ ობიექტურ შენიშვნას და ვამაყობ, როცა ხელისუფლება ადექვატურად რეაგირებს ხალხის კრიტიკაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები