თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის ვიცე-მერად დიმიტრი ქუმსიშვილის, თბილისის მერის მოადგილედ კი ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურები მოიწონა.
დღესვე დეპუტატებმა ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის, მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პატაა ჯაჭვლიანის, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი გურგენიძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები