თამარ ტალიაშვილმა საკრებულოში მომხდარ აურზაურს “ნაციონალების” პოლიტიკური თამაში უწოდა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თბილისის მერს დავით ნარმანიას, საკრებულოს სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, საკრებულოში მომხდარი აურზაური კი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პოლიტიკური თამაში იყო. “ნაციონალური მოძრაობის” დემარში, რომლის მონაწილენიც თქვენ გახდით, არის პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილი. რეგლამენტის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს იმას, რომ მერმა განახორციელოს კანდიდატურების წარდგენა. აქედან გამომდინარე, ეს არის პოლიტიკური თამაში და მე თუ მკითხავთ, ძალიან უგემოვნო პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილი “, – განაცხადა ტალიაშვილმა.