გიგი უგულავას პროცესი მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. სხდომა 27 მარტისთვის ჩაინიშნა. სხდომის გადადება ბრალდების მხარემ ითხოვა, რადგან, პროკურორის თქმით, სასამართლოზე დღეს არ იყო ცნობილი გიგი უგულავას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, სურდა თუ არა მას, პროცესი მის გარეშე გაგრძელებლიყო. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალდებული არცერთ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს, რადგან ის საერთო სასამართლოების სისტემას უნდობლობას უცხადებს.
„თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში უგულავა ყველა სასამართლოზე დროულად ცხადდებოდა. ახლა სასამართლო განხილვამ აზრიც კი დაკარგა და მხოლოდ ეს არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის დღეს სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ბასილაიამ.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. შემდეგი სასამართლო პროცესი 27 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები