გუბაზ სანიკიძე გიორგი მარგველაშვილს რჩევას აძლევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტში, პრეზიდენტის დაგეგმილი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
სანიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლას აღმასრულებელი მთავრობა, სავარაუდოდ, არ დაესწრება. ვიცე-სპიკერი რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტის ყოველ დაძახილზე რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება.
„პრეზიდენტის გამოსვლა ორი კვირით პრეზიდენტის ინიციატივით გადაიდო. რაც შეეხება მთავრობის მოსვლას, მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა პარლამენტში მოსვლას არ გეგმავს. მით უმეტეს, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. პრეზიდენტის გამოსვლის დაახლოებითი თემატიკა ეკონომიკა და უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნა იქნება. პარლამენტს არ აქვს ის რეგლამენტი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. დებატების რეჟიმის დროს უფრო მონოლოგებია, ვიდრე დიალოგი. პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის ქვეყანაა და მის ყოველ დაძახილზე რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება. ეს არ არის მიზანშეწონილი. რიგგარეშე სხდომები ცოტა ფსიქოზის დანერგვაა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები