თურქეთის ქალაქ ყარსში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო – ფოტოკოლაჟი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დაიწყო. თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ის “ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის” (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრება. თურქეთში ის საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
“ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ TANAP -ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყარსში გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის ლიცეუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრება და იმ უნივერსიტეტსაც ესტუმრება, სადაც ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ყარსში გიორგი მარგველაშვილთან ერთდ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე იმყოფება.

961497_1558189484432623_1134768847_n

11069178_1558189471099291_1840946303_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები