ვალერი ხაბურძანია: საქართველოს ადგილი ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში არ არის
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას ევრაზიულ კავშირში ხედავს. როგორც ხაბურძანიამ საინფომაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს ადგილი ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში არ არის.
“ოლანდმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება დამთავრდა. კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნეს. ნატოს წევრი თურქეთიც კი, რომელიც ჩვენზე ყველა მაჩვენებლით საქართველოზე წინაა, დღემდე ვერ შევიდა ევროკავშირში. ჩვენი ტიპის ქვეყანა ევროკავშირისთვის პრობლემაა. სეთურის ხალხის მდგომარეობაში ვართ. გეოგრაფიულად გადავხედოთ რუკას და ვნახოთ, სხვა ალტერნატივა, გარდა ევრაზიული კავშირისა, თუ გვაქვს. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მე საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაში ვხედავ. საქართველოს კავშირი ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში არ არის. რა უნდა მიაწოდოს საქართველომ ევროკავშირს, რომ ის კონკურენტუნარიანი იყოს?“- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.