ნორლანდი: საქართველო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს

აპრილის ბოლოსთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა, საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
„მინისტრთან შეხვედრაზე ის შესაძლო პროექტები განვიხილეთ, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ერთობლივად უნდა განახორციელონ. ჩვენ აპრილის ბოლოსთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დანელიას თქმით, მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ორგანიზებულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები