ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ტერიტორიის ყიდვა ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მამას 1 ლარად სურდა, ეყიდა ტერიტორია, სადაც დღეს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა. აღნიშნული ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შენობის გახსნისას გაასაჯაროვა.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მე მინდა, რომ საზოგადოებას განვუმარტო, – ამ ადგილზე, ვიდრე ჩემი დავალებით ბაზას გავაკეთებდით, იყო მიტოვებული შენობა. ადრე იყო საბავშვო ბაღი, შემდეგ ვანო მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის, ამ ტერიტორიის შესყიდვა ერთ ლარად. უნდოდათ სასტუმროს გაკეთება, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, რადგან ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.