უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე დღეს უგულავას პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მხარეების შესავალი სიტყვით გამოსვლა იგეგმება. პროცესს ბრალდებული გიგი უგულავა არ დაესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 მარტს გამართულ პროცესზე უგულავამ და მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. უგულავას განცხადებით, ის არცერთ პროცესს აღარ დაესწრება. ამავე თხოვნით მან საკუთარ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მიმართა. აღნიშნული საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, „სითი პარკისა“ და წინასაარჩევნოდ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს ეხება. უგულავას პატიმრობის ვადა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე გაუხანგრძლივდა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება.