თბილისის საკრებულოში მერიაში, თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა დასრულდა. სხდომაზე დეპუტატებმა მოუსმინეს თბილისის მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ლექვინაძეს, ვაკის რაიონის გამგებლის, მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურებს. კომისიების წევრებმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს და თბილისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მათი დამტკიცების რეკომედაცია მისცეს.
თბილისის მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ლექვინაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი სამოღვაწეო სფეროები იქნება ტრანსპორტი, განათლება, სპორტი, ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება და ეკოლოგია. თბილისის საკრებულოში ხვალ სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის მთავრობის ხუთ ახალ კანდიდატურას დაამტკიცებენ. კერძოდ, ვიცე-მერის პოსტზე წარდგენილია დიმიტრი ქუმსიშვილი, მერის მოადგილედ – ირაკლი ლექვინაძე, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად – პაატა ჯაჭვლიანი, ვაკის რაიონის გამგებლად – ლაშა აბაშიძე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი გურგენიძე.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნული კანდიდატურები თბილისის მერიაში 12 მარტს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები