ბიძინა ივანიშვილი: მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ

 მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “კვირის 20/30″ საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „საზოგადოება 20/30″ შეეცდება, კიდევ მოიზიდოს ადამიანები. მისივე თქმით, პროექტის დაწყება მისთვისაც ძალიან რთული იყო და თავდაპირველად, ხარისხი შესაძლოა, საუკეთესო არ იყოს, თუმცა ეტაპობრივად გამოსწორდება.
„იმდენი ადამიანი მონაწილეობს ანალიზის გაფილტვრაში, შეცდომების ალბათობა დაბალი იქნება. თუმცა ეს არ არის 100%-იანი დაზღვევა, რომ ჩვენ შეცდომები არ მოგვივა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ანალიტიკოსი გაჩნდება მედიასივრცეში. ამას დრო დასჭირდება, ვინ ადრე მომწიფდება, ვინ უფრო გვიან მოახერხებს ამას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ – 10, 20, 30 შეიძლება იყოს, – მე ვფიქრობ, არანაკლებ სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები