რა კავშირი აქვს სუნს მოგონებასთან

    სუნი ამა თუ იმ მოვლენებს გვახსენებს. მრავალი კვლევის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, როგორ ასოცირდება ერთმანეთთან მოგონება და სუნი. მათ ნეირონთა ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ყნოსვის ორგანოს ტვინს უკავშირებს, აზროვნებისა და ცნობიერების იმ ზონებს, სადაც ფორმირდება მოგონება. ეს კავშირი უზრუნველყოფს ყნოსვის ორგანოს მიერ ინფორმაციის დამახსოვრებას, რის შემდეგაც სუნი უკვე რაიმე მოგონებას გვახსენებს. სპეციალისტების თქმით, მთავარ როლს ამ პროცესში ტვინის ქერქის უჯრედების გრანულები ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ სუნთან ერთად სხვა სენსორული ინფორმაციის ერთ გამოსახულებად სინთეზს. ამასთან, გრანულის უჯრედები ფილტრავენ ცხოვრებისეულ ინფორმაციას მეორეხარისხოვანისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები