პაციენტი, რომელსაც პირველი ხელოვნური გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა

პაციენტი, რომელსაც მსოფლიოში პირველი ხელოვნური გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან 75 დღეში გარდაიცვალა.
76 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პარიზის ჯორჯ პომპიდოუს ევროპულმა საავადმყოფომ 3 მარტს დაადასტურა.
გულის ტრანსპლანტი ფრანგულმა კომპანიამ „კარმატმა“ დაამზადა, ოპერაცია კი პარიზის ევროპულმა საავადმყოფომ დეკემბერში ჩაატარა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედპერსონალის ცნობით, მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ.
კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ამ ეტაპზე „კარმატის“ წარმატებულობაზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
საფრანგეთში ამ კომპანიის ხელოვნურ გულს კიდევ 3 პაციენტს გადაუნერგავენ. ქირურგიული ტესტი წარმატებულად ჩაითვლება, თუკი პაციენტები ინპლანტით ერთი თვე მაინც იცოცხლებენ. ასეთ შემთხვევაში კომპანია 20 დამატებით „კარმატს“ დაამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები