თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში ხეხილსანერგე მეურნეობის, ლაითურის, კლდეკარის, სუვოროვის და ლამისყანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ტრანსფორმატორის შეცვლასთან დაკავშირებით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და ვაზისუბნის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ტრანსფორმატორის შეცვლასთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები