ეუთოს გენერალური მდივანი დავით უსუფაშვილს შეხვდა

ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.

ლამბერტო ზანიერის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი შედგა მიმდინარე პროცესებზე, ასევე ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმზე. მისივე თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან საუბრისას აღინიშნა ინციდენტებზე რეაგირების მსგავსი მექანიზმის აფხაზეთში, გალში ჩამოყალიბების შესახებ.

“საუბარი იყო ეუთოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან ურთიერთქმედებაზე, მაგალითად, საქართლოში წარმოებული სასამართლო საქმეების მონიტორინგზე. საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან აქტიური და აქტიურად მონაწილეობს ყოველთვის სხვადასხვა საკითხების განხილვასა და მუშაობაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლამბერტო ზანიერმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები