საკრებულოს დეპუტატმა დიპლომი დაბადებამდე 37 წლით ადრე აიღო

ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯუმბერ კობალაძემ „კვირას“ საშუალებით გაიგო, რომ თურმე დაბადებამდე 37 წლით ადრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და დიპლომიც აიღო. დეპუტატი 1960 წლის 15 თებერვალს დაიბადა. ბათუმის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჯუმბერ ლომინაძემ 1923 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობა და ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია მიენიჭა.
  „შეცდომაა, ალბათ შეეშალათ. პირველად მესმის. როგორ დავამთავრებდი 1923 წელს, როცა 1960 წელს დავიბადე. ტექნიკური ინსტიტუტი 1983 წელს დავამთავრე. ალბათ ციფრები აერიათ. 1923 წელს მამაჩემიც კი არ იყო დაბადებული“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ჯუმბერ კობალაძე.
  მისი თქმით, ის 2010 წლიდან ბათუმის საკრებულოს წევრია და საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები სწორედ მაშინ ჩააბარა საკრებულოს ადმინისტრაციას. როგორც დეპუტატი აცხადებს, 2010 წელს კოალიცია „ეროვნული საბჭოს“ სიის პირველი ნომერი იყო და მას შემდეგ მაჟორიტატი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს. თუმცა, საკრებულოში ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგად, მას საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემების სისწორეში ეჭვი არ შეპარვია.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები