ანა დურიცკაია სიცრუის დეტექტორზე უარს აცხადებს
რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა ანა დურიცკაია სიცრუის დეტექტოზე უარს აცხადებს. ვადიმ პროხოროვი, რომელიც დაღუპული ბორის ნემცოვის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პოლიგრაფით გამოძიება ახალ სამხილებს ვერ დაადგენს.
“ჩვენი პოზიცია ასეთია: პოლიგრაფით დაკითხვით ისინი ახალი სამხილების გამოვლენას შეეცდებიან, ანუ თქვა თუ არა დურიცკაიამ სიმართლე. მის სიმართლეში კი არავის ეპარება ეჭვი. ამიტომაც ჩვენ პოლიგრაფით დაკითხვაზე უარს ვაცხადებთ”.
დურიცკაიას ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა ახლა უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის და პოლიგრაფზე დაკითხვა მისთვის დამატებითი სტრესი იქნება.