ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერი ანექსიის პირველ ნაბიჯებზე საუბრობს.
“ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს: ეს პირველი ნაბიჯია საქართველოს ამ ნაწილის ანექსიისა. რას ნიშნავს „პირველი ნაბიჯი“? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არავითარი “საოკუპაციო რეჟიმი” არ ყოფილა და საქართველოს მიერ მიღებული ყველა კანონი, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე წყლის ტყუილი ნაყვაა?!”, – განაცხადა ჯიოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები