პოლიციამ ბორის ნემცოვის თანაშემწე დაჰკითხა
პოლიციამ მოკლული პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის თანაშემწე მიხაილ კონევი დაჰკითხა. გარდა ამისა, იაროსლავში, მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პოლიტიკური პარტია “პარნასის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ილია იაშინმა გაჟღერა.
„ინფორმაცია ამის შესახებ ნემცოვის თანაშემწემ მიხაილ კონევმა მაცნობა, თუმცა, მას ტელეფონი ჩამოართვეს და დეტალები ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა იაშინმა.