სანქტ- პეტერბურგში ქართველები, ბიძა-დისშვილი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ სანქტ- პეტერბურგში ორი ქართველი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მათგანს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
52 წლის ეროვნებით ქართველ მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 27 წლის ახალგაზრდა კი, რომელიც მას თან ახლდა, მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბიძა და, სავარაუდოდ, მისი ძმისშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და მათ თავდასხმის მომენტში თან 50 ათასი დოლარი ჰქონდათ. ორივე რუსეთის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები