ირაკლი ალასანიამ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყველა დედას, განსაკუთრებით კი შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. მინისტრი მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას უსურვებს.
“ყველა დედას, განსაკუთრებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ქალბატონებს ვულოცავ დედის დღეს! ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქალების ვაჟკაცობის არაერთი მაგალითი შემორჩა – ქართველი დედები ეროვნული დროშით ხელში ბრძოლის ველზე მიუძღვებოდნენ ჩვენს გმირებს, ამხნევებდნენ და სტიმულს აძლევდნენ მათ გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ამ ვაჟკაცობის უდიდესი მაგალითები არიან დედები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად მათთვის ყველაზე ძვირფასი გაწირეს და მიუხედავად ამისა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული დღემდე არ განელებიათ… ქედს ვიხრი ყველა იმ ქალბატონის წინაშე, რომელმაც სამშობლოს არაერთი გმირი გაუზარდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კეთილდღეობას და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას”,- აღნიშნულია მინისტრის მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები