მტკვარში ხიდიდან გადავარდნილი მანქანიდან მაშველებმა 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

სოფელ ბულაჩაურში ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზაზე მოცურდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურმა ავტომობილიდან ხუთივე პირი უვნებლად ამოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები