ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს “კურორტი ახტალა”; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; „ბათუმი თაუერი“; ათონელის რეზიდენცია; შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია”- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრი; ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.
მთავრობა აღნიშნული ობიექტების გაყიდვას სავალუტო დისბალანსების მიზნით ყიდის. ვარაუდობენ, რომ ობიექტების გაყიდვით ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები