საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლას უმასპინძლებს
26 თებერვალს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჰარვარდის განათლების სკოლის პროექტის – Project Zero და fond The Abundance Foundation, საქართველოში ჰარვარდის კლუბისა და National Geographic საქართველოს თანამონაწილეობით წარმოადგენს საჯარო პრეზენტაციას თემაზე „მუზეუმი – 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო ცენტრი“.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გლობალური საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსვლა ედემიდან“, რომელიც ჟურნალისტ პოლ სალოპეკის შვიდწლიანი მოგზაურობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი საზოგადოება National Geographic-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვის ხანის ადამიანის მარშრუტის გამეორებას – ფეხით მოგზაურობას აფრიკის კონტინენტიდან მთელ დედამიწაზე. პოლ სალოპეკი, რომელმაც მოგზაურობა 2013 წელს ეთიოპიაში, დიდი რიფების ხეობიდან დაიწყო, ამჟამად საქართველოში იმყოფება.
Project Zero ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების უმაღლეს სკოლასთან არსებული კვლევითი ცენტრია, რომელიც იკვლევს გონების, ცნობიერების, შემოქმედებითობის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული აზროვნების არსს და ეთიკას. ცენტრის მკვლევარებმა შეიმუშავეს საგანმანათლებლო პროგრამა „გამოსვლა ედემიდან“, რომელიც წარმოადგენს ინტერკულტურულ სასწავლო პლატფორმას მოსწავლეებისათვის. http://www.pz.harvard.edu, http://learn.outofedenwalk.com