ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობას მხარს უჭერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობას მხარს უჭერს. ამის შესახებ გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა
“ამ მიმართულებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დეტალურად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ მექანიზმები, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში მოსამართლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად არის გაწერილი, შესასრულებლად რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ვფიქრობ, საპრობაციო ვადა არის კიდევ ერთი სტიმული მოსამართლისთვის, რომ მან გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საზოგადოებას განჭვრეტადი და მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი მისცეს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ კომიტეტის სხდომზე.
ნინო გვენეტაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები