“ხდება ის, რაც ძნელი ასატანია – შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს“

ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც მიტევება შეუძლია, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა დღეს სამებაში ბრძანა, სადაც შენდობის ლოცვები შესრულდა.
“ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიტევება, მაგრამ ხდება ის, რაც ძნელი ასატანია. შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს. შენ სიკეთეს უკეთებ, ის ბოროტებას. რა ეშველება ამ შემთხვევას?! ადამიანი ასევე შენდობას ღვთის წინაშე ითხოვს ქედმოხრილი და მუხლმოდრეკილი. ძალიან რთულია ადამიანი. შიძლება ითქვას, აუხსლია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რჩება ხატად ღვთისა, როგორც ძვირფასი ბრილიანტი”, – ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქმა შენდობა ითხოვა:
“მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს. რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, მეუფენო, მამანო, ძმანნო და დანნო, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები