გიგა ბუკია მოაზროვნეებზე: სახელისუფლებო პარტიას ახალი სისხლი და უფრო მეტი ინტელექტუალი სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოაზროვნეთა კლუბის წევრებთან კონსულტაციებზე ისაუბრა.
ბუკიას განცხადებით, პარტიებისთვის ახალი ინტელექტუალური რესურსის მოძიება მისასალმებელია.
„ყველა პარტიას, მით უმეტეს კი, სახელისუფლებო პარტიას ახალი სისხლი სჭირდება. ჩვენ გვინდა უფრო მეტი ინტელექტუალური და ყველა რესურსის მოძიება იმისთვის, რომ თითოეული პოლიტიკური ძალა და მთლიანად ქვეყანა განვითარდეს. რაც უფრო მეტი ინტელექტუალი იქნება ამა თუ იმ პარტიაში, მე ამას მივესალმები“,- აღნიშნა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები