გიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება, სადაც არსებულ ეკონომიკურ კრიზისს და საგარეო პოლიტიკური კურსს განიხილავენ. როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის შემდეგ, საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა პირდაპირ და ღია განცხადება, რომელსაც “თავისუფალი დემოკრატები” მხარს უჭერენ.
“უკვე რამდენიმე კვირაა, ვაკვირდებით ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარების მიმდინარეობას. ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი და რეალურად ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს, ამიტომაც მივმართეთ პრეზიდენტს და ვთხოვეთ, ჩაგვეტარებინა შეხვედრა ამ ორ ძირითად თემაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.