„მოვუწოდებ თბილისის მერს, პრემიები და სახელფასო დანამატები გააუქმოს“

თბილისის საკრებულოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსის ვარდნაზე ისაუბრა. ნადირაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თბილისის მერს თანხების დაზოგვის მიზნით პრემიებისა და დანამატების გაუქმებისკენ მოუწოდა.
„ქამრების შემოჭერა“ ამ ხელისუფლებამ დააგვიანა. ეს გაცხადებული „ქამრების შემოჭერა“ აბსოლუტური ფარსი იყო, სინამდვილეში ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. მერიაში არცერთი თეთრით არ შემცირებულა პრემიები, დანამატები, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, საწვავის ან სატელეფონო ლიმიტები. ისინი კომფორტს არ იკლებენ და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. გუშინ დაახლოებით 340 000 ლარი გამოყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კანცელარიის განათებაზე. ჩვენ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას საერთოდ ვერ ვხედავთ. მოვუწოდებ თბილისის მერს, გამოსცეს ბრძანება და გამოაქვეყნოს, რომლის მიხედვითაც ის პრემიებს და დანამატებს გააუქმებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები