იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე იმსჯელა და ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორი ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.
კომიტეტის წევრებს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო, რის შემდეგაც ნინო გვენეტაძემ დეპუტატებს გააცნო საკუთარი ხედვები როგორც ზოგადად, სასამართლოს რეფორმასთან, ასევე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, მან ისაუბრა: საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებზე, სასამართლოს ღიაობასა და გამჭვირვალობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, მოსამართლეთა კონფერენციის გაძლიერებაზე და სხვა საკითხებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შესაბამის დასკვნას პარლამენტი ბიუროს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები