პარლამენტში ნინო გვენეტაძის მოსმენა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის მოსმენა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ ნინო გვენეტაძისთვის კითხვის დასმა მოითხოვეს, რისი უფლებაც მათ კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ არ მისცა. ამის შემდეგ ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ როგორც ვახტანგ ხმალაძეს, ასევე შალვა შავგულიძეს.
ხმალაძის განმარტებით კი, აღნიშნული პირები საკომიტეტო მოსმენაზე მისი მხრიდან მოწვეულები არ იყვნენ და უფლებამოსილება ჰქონდა, რომ მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა. კობაიძეს და კობახიძეს, ვახტანგ ხმალაძის მოთხოვნით, მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.