„ენმედიცი“ – კვლევის უახლესი მეთოდები, მაღალი ხარისხი და ჯანმრთელობის სახელით გაწეული ქველმოქმედება- რას სთავაზობს კლინიკა საზოგადოებას
მედიცინა – სფერო, რომელიც მუდმივად ახალ–ახალი გამოწვევების დაძლევის წინაშე დგას და რომლის მაღალ ხარისხზეც ხშირად თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეა დამოკიდებული. კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, თანამედროვე მიდგომების გამოყენება და პროფესიონალთა გუნდი, ესაა, ალბათ, ის აუცილებელი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საზოგადოება ირჩევს, ვის ანდოს საკუთარი ჯანმრთელობა. „ენმედიცი“ არის კლინიკა, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. თუმცა მაღალკვალიფიციურ კლინიკებს შორის, პროფესიონალიზმთან ერთად, თავისი ქველმოქმედებით ცოტას თუ გამოვარჩევთ.
„ენმედიცი“ უკვე მესამე წელია საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში უამრავ ადამიანს უფასო კონსულტაცია და გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და დახმარება აღმოუჩინეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კლინიკის შექმნის, მისი მომსახურების არეალისა და პროექტის შესახებ „კვირა“ „ენმედიცის“ დირექტორს, ბატონ კობა ბურნაძეს ესაუბრა.
– ბატონო კობა პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი კლინიკის დაარსების შესახებ მომიყვეთ. როდის დაარსდა, რამდენი ფილიალი აქვს და რა პროფილის კლინიკაა?
-შპს „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი“ წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სპეციალიზებულ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. ასევე დაწესებულება ცნობილია მძლავრი ლაბორატორიით, სადაც შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის მიღება.
ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის (ლეკიშვილის) სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც, ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში, დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის ვაჟა ივერიელის თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას. 60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირებას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრა. რამდენიმე წელიწადში ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა. შემდგომი წლების განმავლობაში კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო აკადემიის ორი კათედრა ფუნქციონირებდა: ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის კათედრა აკადემიკოს ივერიელის ხელმძღვანელობით და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით.
დღეს ცენტრი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით. ცენტრს ასევე აქვს ფილიალი, რომელიც საოჯახო მედიცინის მიმართულებით ფუნქციონირებს.
–კონკრეტულად ტა ტიპის მომსახურებებს სთავაზობთ პაციენტებს და რამდენად ხელმისაწვდომი ფასებია?
-ჩვენი ცენტრის ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ენდოკრინოლოგია
• ბავშვთა ენდოკრინოლოგია
• თერაპია
• კარდიოლოგია
• ნევროლოგია
• ბავშვთა ნევროლოგია
• გინეკოლოგია
• რეპროდუქტოლოგია
• სექსოლოგია
• მამოლოგია
• ოფთალმოლოგია
• ოტორინოლარინგოლოგია
• ანგიოლოგია
• დერმატოლოგია
• საოჯახო მედიცინა
• პედიატრია
• დენსიტომეტრია
• ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
• ასპირაციული ბიოფსია
• რეაბილიტაცია
• მანუალური თერაპია
• ფსიქოლოგიური სამსახური
სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
ქირურგია:
ენდოკრინოლოგიური ქირურგია
მუცლის ღრუს ქირურგია
თვალის ქირურგია
გინეკოლოგიური ქირურგია
მამოლოგია
რეანიმაცია/ინტენსიური თერაპია
ასევე ჩვენთან ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური სტაციონარი.
კლინიკა „ენმედიცის“ მუშაობა ეფუძნება ხარისხის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს, რომ ჩვენი მომსახურება და პროდუქტები სრულად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს როგორც ხარისხის, ისე ფასის მიხედვით. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პაციენტის კმაყოფილების მაღალ დონეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შრომობს ჩვენი თითოეული თანამშრომელი.
–რამდენად მაღალკვალიფიციურია ის პერსონალი, რომელიც თქვენს კლინიკაში მუშაობს? როგორია ინფრასტრუქტურა?
-„ენმიდიცი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც მუშაობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ. ჩვენთან სხვადასხვა თაობის ექიმებს შეხვდებით. მათი გამოცდილება, კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე მიდგომების გამოყენება, პროფესიონალთა გუნდის ერთობლივი მუშაობა საუკეთესო შედეგებს გვაძლევს.
–მინდა გკითხოთ იმ საქველმოქმედო პროექტზეც – „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“, რომელსაც კლინიკა ,,ენმედიცი” ახორციელებს. როდის დაფუძნდა ეს პროექტი? რას მოიცავს და რა ტიპის ქველმოქმედებაზეა საუბარი, რა მომსახურებას უწევთ ამ პროექტის ფარგლებში პაციენტებს?
-კლინიკა ,,ენმედიცი“ მესამე წელია, ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით გავუწიოთ საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დახმარება, რაც დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს მათ. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ აქციებს: აქციების ერთ–ერთი ტიპი არის რეგიონებში მოსახლეობის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით. გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა, დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, ამავე პროექტის ფარგლებში აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს თბილისშიც.
ვფიქრობთ, თითოეული ადამიანის თუ ორგანიზაციის მიერ გაზიარებული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს ჩვენ გარშემო.
–თუ არსებობს ასაკობრივი ზღვარი? ვის შეუძლია, ან პირიქით, არ შეუძლია ამ პროექტში ჩართვა?
-როგორც გითხარით, აქციების ერთ–ერთი ტიპი არის რეგიონებში მოსახლეობის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტის მონაწილეობით. ესენია: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. გასინჯვებისას ასევე ხორციელდება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ამ აქციაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მათი ინფორმირება აქციის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებებით ხდება.
ეს საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიმდინარეობა შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გასინჯვები ტარდება კლინიკის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციების ფარგლებში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებსაც. ამ ხნის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი კლინიკის ექიმებმა 8500-ზე მეტი კონსულტაცია ჩაატარეს.
–პროექტი მხოლოდ თბილისს მოიცავს, თუ სხვა ქალაქებშიც ხორციელდება და ამ დროისთვის ამ პროექტით რამდენმა ადამიანმა ისარგებლა?
–გარდა გასვლითი ღონისძიებებისა, ჩვენი კლინიკა, დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, ამავე პროექტის ფარგლებში პერიოდულად აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს თბილისშიც. ეს აქციები ხორციელდება სხვადასხვა ასაკობრივი, სამედიცინო ან სოციალური ჯგუფებისთვის (მაგ: მრავალშვილიანი დედები, ვეტერანები, სკოლის მოსწავლეები, დიაბეტით დაავადებულები და სხვ.)
–რა არის ის მთავარი, რაც თქვენს კლინიკას სხვა კლინიკებისგან გამოარჩევს და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი – ჩვენს კლინიკას საშუალებას აძლევს, დაიმკვიდროს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა მიმართულებებში. ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი – ISOO9001:2008.