ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას გაზის მიწოდება შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას” “ყაზტრანსგაზ თბილისიდან” აცნობეს, ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანისა და კოხრეიძის ქუჩის კუთხეში გამავალ მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 23.00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დადიანის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, საყვირის, ბეჟანიშვილის, ცისარტყელის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ილურიძის, უიარაღოს, მახინჯაურის, კავთისხევის, ჯანელიძის, მესხიშვილის, მანჯგალაძის, იმერეთის, ნიკო-მარის, გომარეთის, დ.ჟღენტის ქუჩების, ასევე ლოტკინის დასახლების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე, ხვალ 10.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები