რატომ გაძვირდა “ასავალ-დასავალი“ – რას აცხადებენ რედაქციაში

რატომ გაძვირდა “ასავალ-დასავალი“, – გაზეთი “ასავალ-დასავალი“ 50 თეთრით გაძვირდა. “ასავალ-დასავალის“ მიერ გუშინ, 23 თებერვალს გამოცემული ნომრის შეძენაში გაზეთის მკითხველს 2 ლარის ნაცვლად 2 ლარის და 50 თეთრის გადახდა მოუწია.
“კვირა“ დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო რედაქციამ გაზეთის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება. რედაქციაში აცხადებენ, რომ ფასის გაზრდა ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია. როგორც “ასავალ-დასავალში“ განმარტავენ, გაძვირდა გაზეთის გამოსაცემად საჭირო მასალები – მათ შორის ქაღალდი და საღებავი, ამიტომ რედაქცია იძულებული გახდა, გაზეთის ფასი გაეზარდა.
“გაძვირდა ქაღალდი, ბეჭდვა, საღებავი, რაც ლარის კურსის ვარდნით არის გამოწვეული, ამიტომ იძულებულები გავხდით, გაზეთზე ფასი მოგვემატებინა, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა, არავითარი კომერციული ინტერესი არ დევს“, -განუცხადა “კვირას“ “ასავალი- დასავალის“ ადმინისტრატორმა ჟურნალისტმა ჟანი სიხარულიძემ.
“ასავალ-დასავალში“ იმედოვნებენ, რომ ფასის ზრდა დროებითი მოვლენაა და ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად გაზეთის ღირებულება კვლავ 2 ლარი იქნება. ცნობისთვის, გაზეთ “ასავალ-დასავალის“ ფასი გაძვირებამდე 2 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები