საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური ვებგვერდი www.napr.gov.ge განაახლა. სააგენტოს ცნობით, ამიერიდან საიტი ინფორმაციულად კიდევ უფრო დატვირთული და მომხმარებელზე ორიენტირებულია. მათივე განმარტებით, ვებგვერდზე დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სააგენტოს მენეჯმენტის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, მისთვის საინტერესო სერვისებით სარგებლობის თუ სხვა მონაცემების შესახებ.
„განახლებული ვერსია საჯარო რეესტრში შემავალი ყველა რეესტრის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. აქვე თავმოყრილია საკონსულტაციო ბარათები და იმ დოკუმენტაციის დეტალური, სრული ჩამონათვალი, რომელიც მოქალქეებს ამა თუ იმ სერვისით სარგებლობისას სჭირდებათ.
www.napr.gov.ge-ზე განთავსებულია ყველა ის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღების საშუალებას საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტის დახმარებით აძლევს. www.napr.gov.ge-ს დახმარებით ონლაინკონსულტაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ველის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, შენიშვნები, მოსაზრებები და იდეები სააგენტოს ხელმძღვანელობას მარტივად მიაწოდონ.
დღესდღეობით სააგენტო ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელზეა წარმოდგენილი და ვებსაიტის დახმარებით მათზე მარტივად გადასვლაა შესაძლებელი. სააგენტოს ოფიციალური გვერდების საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ, გამოხატონ თავიანთი აზრი, გააცნონ საკუთარი იდეები, გაუზიარონ მოსაზრებები და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნავენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოში ამჟამად ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება. ამჟამად ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სულ მალე ამოქმედდებ