თანამედროვე სათბურების შესახებ სემინარი გაიმართა

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე სასათბურე მეურნეობების შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამინისტროს ცნობით, სემინარის ძირითად თემას ჰოლანდიური ტიპის თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა წარმოადგენდა. განიხილეს სათბურისუახლესი კონსტრუქციების, გადახურვის მასალების, გათბობის, ირიგაციის დავენტილიაციის სისტემების საკითხები.
სემინარის ფარგლებში, მასტერკლასები გამართეს კომპანიების: FoodVenture- სა და Meetin – ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურების, მესათუბრეობის სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები. სემინარი მოიცავდა ორდღიან თეორიულ კურსებს და ერთდღიან პრაქტიკულ სწავლებას ქ. ხობის სასათბურე მეურნეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები