პოროშენკომ ხარკოვში დაღუპულ იგორ ტოლმაჩევს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა

ხარკოვში, 22 თებერვალს “სამშვიდობო მარშის” დროს დაღუპულ იგორ ტოლმაჩევს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა. ის “მაიდნის” ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ორი დღის წინ, ხარკოვში, სპორტის სასახლესთან მომხდარ შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ერთი 18 წლის ახალგაზრდა იყო. მომხდართან დაკავშირებით უკრაინის შსს-მ 4 პირი დააკავა. მათ ტერაქტის ორგანიზება ედებათ ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები