ნარმანია მოადგილეების გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას 15 საათზე გააკეთებს
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, 15:00 საათზე მისი ორი მოადგილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას გააკეთებს.დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ
თბილისის მერის ორი მოადგილე – ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია თანამდებობიდან გადადგნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მერიაში ამ დრომდე არ ადასტურებენ.