თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნული სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. “სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რიონჰესის, ზედაზენის, ჯავის, იმერეთის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონის ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს- ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის, ბუდაპეშტის, ჭილაძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, გროზნოს, თეთნულდის, პალიასტომის, კიკვიძის, ნორიოს, ქინქლაძის, მამრაძის, დონდუას, ცხრა ძმის და კაპანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV მიკრორაიონების და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, სამტრედიის, ბაღის, წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები