„ოსკარის“ 87-ე დაჯილდოებაზე „ფუდპანდამ“ მომხმარებელს განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა

„ოსკარის“ 87-ე დაჯილდოებაზე „ფუდპანდამ“ მომხმარებელს განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა. ოსკარები დასრულდა. კვირა საღამოს ყველა მას განსაკუთრებულად ელოდა, დაჯილდოების ყურების ინტერესს კიდევ უფრო აათამაგებდა ქართველებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა – ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტების ხუთეულში დასახელდა. მართალია, გულშემატკივარმა კიდევ მეტი სიხარულით ვერ ისიამოვნა, თუმცა „ოსკარის“ 87-ე დაჯილდოებაზე „ფუდპანდამ“ მომხმარებელს განსაკუთრებული კომფორტი შეუქმნა. ის სასურველ დროს სასურველ მომენტში მათ გვერდზე იყო.
ფილმებისა და ასეთი საინტერესო ცერემონიალის ყურებისას გემრიელი საკვები განსაკუთრებული სიამოვნებაა, მით უფრო, თუ ის მოწოდებულია სათანადო სერვისით.
გერმანული კომპანია „ფუდპანდა“, რომელიც მსოფლიოს 44-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს, ორიენტირებული იყო „ოსკარის“ ცერემონიალი ყველა მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გაეხადა. საკვების ონლაინშეკვეთისთვისთვის მხოლოდ მარტივი პროცედურა იყო გასავლელი: ვებგვერდის (www.foodpanda.com ) ან „ფუდპანდას“ აპლიკაციის საშუალებით რესტორნის მოძებნა, მენიუს შერჩევა, შეკვეთის საფასურის გადახდა და მითითებულ დროს, მითითებულ ადგილზე „ფუდპანდა“ თქვენს გვერდითაა. „ფუდპანდამ“ თქვენთვის შეარჩია მომენტები ფილმებიდან, რომლებიც ყველაზე გემრიელ ასოციაციებს იწვევენ მაყურებლებში; ვის არ მონდომებია შოკოლადი Willy Wonka-ს შოკოლადის ქარხნის შემდეგ? ან ვის არ გიფიქრიათ პიცაზე კუ-ნინძების რომელიმე ფილმის ნახვის შემდეგ?
„ფუდპანდა“ გთავაზობთ, რამდენიმე ასეთი მომენტი დეტალებში გაიხსენოთ, და შესაბამისი საკვების შეკვეთაც შემოგთავაზოთ.
Lady and the Tramp (1955) – ცუგა ტრემპის რომანტიკული ვახშამი ლეიდისთან იტალურმა სპაგეტიმ და მუსიკამ დაუვიწყარ მოგონებად გადააქცია.
Home Alone (1990) – ალბათ, არავის დაგვავიწყდება ონავარი კევინის კრეატიული პიცის შეკვეთის მეთოდოლოგია.
Rocky (1976) – სილვერსტერ სტალონეს დაუნდობელი მომზადების რეჟიმი ყოველი შერკინების წინ, ტრადიციულად, დილის ხუთ საათზე 4-5 უმი კვერცხის მუცელში გადაძახებით იწყებოდა.
Pulp Fiction (1994) – კვენტინ ტარანტინოს გამოგონილი ბარ-რესტორანი მომაჯადოებლად დაუვიწყარ სცენას გვახსენებს ხუთდოლარიანი შეიკის მონაწილეობით.
Annie Hall (1977) – ვუდი ალენის და დაიან კიტონის მცდელობები, ცოცხალი ლობსტერები მოხარშონ, ზუსტად ასახავს ნებისმიერი მზარეულის მორალურ ჭიდს იგივე საქმიანობისას.
Goodfellas (1990) – არავის დაავიწყდება ალბათ სცენა ციხეში, როდესაც პოლი იმდენად თხლად ჭრის ნივრის ფურცლებს, რომ ისინი ზეთში დნებიან.
The Godfather (1972) – კაპო კლემენზას იკონური კვირის რეცეპტი: „ცოტაოდენი ზეთით ვიწყებთ, შემდეგ ნიორს ვწვავთ. დავაყრით პომიდორს, პომიდვრის სოუსს, მაგასაც შევწვავთ; მთავარია, ტაფას არ მიეწებოს. დუღილამდე ავიყვანთ, მერე იქვე სოსისს და ხორცის ბურთულებსაც შევყრით. ცოტა ღვინოც, ცოტაონედი შაქარიც – და სულ ესაა ჩემი ხრიკი.“
და მაინც, რა გვესიამოვნებოდა „მანდარინების“ ყურებისას? ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.
ამიტომ აქცენტი აფხაზურ სამზარეულზე გააკეთეთ. გიყვართ მეგრულ-აფხაზური სამზარეულო? „ფუდპანდა“ კერძების ნაირსახეობას გთავაზობთ. აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
მეგრულის მსგავსად, აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.
დესერტად კი, ესტონური დარიჩინიანი ფუნთუშა: ინგრედიენტები: შაქარი 70 გ, რძე 120 მლ, საფუარი 6-8 გ, კარაქი 80 გ, ფქვილი 300 გ, კვერცხის გული 1, მარილი, დარიჩინი – 2 ჩ.კ
მოზმადების წესი: თბილ რძეში ან წყალში შეურიეთ საფუარი და დადგით 15 წუთი. 30 გრ კარაქი გაადნეთ და შეურიეთ კვერცხის გულს. დაამატეთ მარილი, ფქვილი, საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი. ცომი ჩავდოთ ცხიომწასმულ თასში და ვაცალოთ ამოფუება. ამასობაში გავაკეთოთ გულსართი: გავადნოთ დარჩენილი კარაქი, შევურიოთ 70 გრ. შაქარი და დარიჩინიცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე, წავუსვათ გულსართის 2/3, გადავახვიოთ რულეტივით, მსუბუქად დავაბრტყელოთ, სიგრძეზე შუაზე ჩავჭრათ, მაგრამ ერთი ბოლო გაუჭრელი დავუტოვოთ. ამ ბოლოდან ორივე ნაწილი ერთმანეთზე გადავწნათ. შევაერთოთ ბოლოები და გადავუსვათ დარჩენილი გულსართი. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
„ფუდპანდას“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე „ფუდპანდა“ მსოფლიოს 45 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში Food Delivery | Order Food Online | foodpanda www.foodpanda.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები