გარემოს დაცვის სამინისტროში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის შესახებ იმსჯელეს
წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის შესახებ იმსჯელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. ეროვნული პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის პროექტის – „აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვყნებისთვის” ფარგლებში გაიმართა. ამ პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შემუშავდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2015 წლის შემოდგომაზე წარედგინება. შემუშავდება ორი კანონქვემდებარე აქტი – „წყალი და ჯანმრთელობა” – ოქმის ფარგლებში შემუშავდა მიზნობრივი მაჩვენებლების საპროექტო წინადადებები და მიმდინარეობს კონსულტაციები ოქმის რატიფიცირების ინიცირებისთვის.
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან დაახლოებისკენ ეროვნულ პოლიტიკურ დიალოგს, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ მოთხოვნების ეფექტურ ინსტრუმენტს საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის. წყლის რესურსის მართვის ევროკავშირთან მიახლოვებული მოდელის შექმნის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა დაბალანსდეს სხვადასხვა სექტორის ინტერესები ისე, რომ მოხდეს წყლის რესურსის მდგრადი გამოყენება და გრძელვადიანი შედეგის მიღება“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეხვედრას გარემოსდაცვითი არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.